2018-09-30
ცნობილია საქართველოს 10 სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა edu.aris.ge-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოედებულ სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით შეადგინა.
ეს სკოლებია:
10 სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს[:]
- სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა – 109 უფროსი და 3 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 112.
- შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი - 72 უფროსი და 3 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 75
- სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 69 უფროსი და 5 წამყვანი მასწავლებელი სულ – 74.
- სსიპ – ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა – 71 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 72.
- სსიპ – ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა – 69 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი;სულ – 70.
- შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი – 68 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 69.
- სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა – 69 უფროსი მასწავლებელი; სულ – 69.
- სსიპ – ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა – 66 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი; სულ – 67.
- სსიპ – ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა – 62 უფროსი მასწავლებელი. სულ – 62.
- სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა – 57 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებლი; სულ – 59.